ქობულეთში ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სოფელ ქობულეთში ავარიაში დაშავებული ბიჭი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დღეს გარდაიცვალა. მასთან ერთად გადაყვანილი მეთორმეტე კლასელი გოგოს მდგომარეობა კი კვლავ კრიტიკულია.
​შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქობულეთში მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი- კლინიკაში მოათავსეს. მათგან ორი მოსწავლე ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებიდან 4 ნოემბერს გაწერეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მანქანას სკოლის მოსწავლე მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები