საფრანგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში დიდთოვლობაა, როშის კომუნაში 63 წლის მამაკაცი იმ დროს დაიღუპა, როდესაც წაქცეული ხის აღებას ცდილობდა, ამ დროს მას მეორე ხე დაეცა.

კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მას ეხმარებოდა, დაშავდა.

უამინდობის გამო 300 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მოსალოდნელია, რომ წაქცეული ხეების გამო სარკინიგზო მოგზაურობა შეფერხდება.

გზები გადაკეტილია. დრომის, რონას, არდეშის და იზერის დეპარტამენტებში საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონეა გამოცხადებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები