აშშ-ში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ სანტა-კლარიტასში 15 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა.

პოლიციამ სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლოს მდებარე სკოლები დაიხურა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება შეძლეს, რომელიც არის დაშავებული და კლინიკაში გადაყვანილი.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედი ამავე სკოლის მოსწავლეა, სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები