“დღე და ღამე პოსტებზე დგანან” – ადგილობრივები ქაცარავას განცხადებას საოკუპაციო ზოლიდან საპოლიციო ძალების მოხსნის შესახებ, არ ადასტურებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას” ლიდერის – დავით ქაცარავას განცხადებას საოკუპაციო ზოლიდან საპოლიციო ძალების მოხსნის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობა არ ადასტურებს.
როგორც “რეგიონულ კვირას” სოფელ წნელისის მცხოვრებმა, გენადი ბოსიკოვმა განუცხადა ადგილზე ამ დროისთვის, იმყოფებიან სამართალდამცველები.
,,ნახევარი საათის წინაც იყვნენ ჩემთან პოლიციელები. მკითხეს – რამე ხომ არ გჭირდებაო. რატომ იტყუება ეგ ადამიანი, რაში სჭირდება. ამ ბიჭების იმედად ვართ ჩვენც, ვინც აქ ვცხოვრობთ. დღე და ღამე პოსტებზე დგანან” ,- ამბობს გენადი ბოსიკოვი.
საპოლიციო ძალების მოხსნას არ ადასტურებს სოფელ ჩორჩანას ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული, ვაჟა ლომიძეც.
,,ტყუილია ეგ, რაც ქაცარავამ თქვა. მოვიდეს თუ ვინმეს აინტერესებს და ადგილზე ნახოს, რომ ჩვენი პოლიციელები იგივე შემადგენლობით ბლოკ-საგუშაგოებზე დგანან და იცავენ პოზიციებს”,- განაცხადა ვაჟა ლომიძემ.
განცხადება ე.წ სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართული საპოლიციო ძალების მოხსნის შესახებ ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები