“იყო შენიშვნები სასაკლაოებთან დაკავშირებით” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სკოლა-პანსიონები დააჯარიმა

0

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში დარღვევები გამოვლინდა. მათ შორის, დარღვევები გამოვლინდა აჭარაშიც. 
,,გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აჭარაში სახელმწიფო ბალანსზე სულ 4 სკოლა-პანსიონია, თუმცა აჭარის განათლების სამინისტროში დარღვევების შესახებ კონრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში ამბობენ, რომ ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოდან არ მიუღიათ.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ კერძო სკოლა-პანსიონებს. აღნიშნული დაწესებულებები ძირითადად, შემოწირულობებით არსებობე. , დაწესებულებებს მუსლიმთა სამმართველო ხელმძღვანელობს. საქართველოს მუფთის მოადგილე ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ადასტურებს ფაქტს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე კერძო სკოლა პანსიონში დარღვევები აღმოაჩინა. საქმე ეხება ხორცპროდუქტების ვადებსა და სასაკლაოში არსებულ პირობებს. ადამ ანთიძე უწყების მიერ გამოვლენილ დარღვევებსა და შენიშვნებს იზიარებს და ამბობს, რომ საკლავი შესაბამისი სტანდარტების მქონე სასაკლაოზე იქნება დამუშავებული. სხვა დეტალებზე მუფთის მოადგილე კომენტარს არ აკეთებს.
,,შემოწმებული იქნა ყველა სკოლა-პანსიონატი, სერიოზული დარღვევები არ აღმოჩნდა, თუმცა იყო შენიშვნები სასაკლაოებთან დაკავშირებით. ის ტერიტორიები, რომლებშიც საკლავი მუშავდება, არ შეესაბამება სტანდარტებს, ჩვენ ამას უახლოეს პერიოდში გამოვასწორებთ და მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ექნება“ – აცხადებს ადამ ანთიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმის საჯარო ბაღებიც შემოწმდა, ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა შამილიშვილი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ირწმუნება, რომ საჯარო ბაღებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი