ბათუმში საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პროტესტი ბათუმში დედაქალაქში გამართული აქციების პარალელურად გაგრძელდება.
​შეგახსენებთ, ბათუმში საპროტესტო აქცია არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის გამო ევროპის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქე მსვლელობის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ გამოეყენებით შეურაცხმყოფელი ეტითეტები და აქციას მშვიდობიანი სახე ჰქონოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები