აქციის მონაწილეები სამოქმედო გეგმას 20:00 საათზე გაასაჯაროებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სამოქმედო გეგმას 20:00 საათზე გამოაცხადებენ.

აქციაზე შეკრებილები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

 

ფოტო: “პოსტტვ”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები