“გადაგვაგდეთ?გადაგაგდებთ !” – ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

გადაგვაგდეთ?გადაგაგდებთ !”-  ამ ლოზუნგით მონაწილეები ცოტა ხანში შეიკრიბებიან.

აქციაზე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას გააპროტესტებენ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია უკვე გამართეს ზუგდიდში, დეპუტატ მერაბ ქვარაიას ბიუროსთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები