ქვემო ქართლში სახელმწიფო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად სამხარეო ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს და პრიორიტეტული მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილეს.

ამ სახის საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები