დიდი ბრიტანეთის მოძრავმა საელჩომ ზუგდიდში მოსახლეობას უმასპინძლა

დიდ ბრიტანეთი-საქართველო 2019 ფარგლებში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებს მართავს.

ზუგდიდში გამართული ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გამოკითხვა ჩატარდა და მოსახლეობას,  რეგიონში საელჩოს ძირითადი საქმიანობის შესახებ, ინფორმაცია მიეწოდება.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში, ალექსანდრა ქოულის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისა და ქალების განვითარებას.

“ბრიტანეთის სეზონი მოიცავს, ბევრ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის, მეგობრობის გაღრმავება. გვიხარია, რომ ზუგდიდში ბევრი ხალხი გვესტუმრა, ჩატარდა საინტერესო გამოკითხვები. მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ჩართულები არიან ქალები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან. პროექტი ასევე არის დაფინანსებული და მხარდაჭერილი გაეროს (UNDP) მიერ“,- განაცხადა ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას განცახდებით, საელჩოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია.

“უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა პროექტებთან ერთად, ბრიტანეთის საელჩო უზრუნველყოფს და აღასრულებს პროექტებს,რომელიც მიმართულია ოკუპირებულ ზოლთან და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების, ეკონომიკური გაძლიერებისკენ“,- აღნიშნა მერის მოადგილემ.

ღონისძიება ეძღვნება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას სამი თვის განმავლობაში. ბრიტანული სეზონი ტარდება 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს, ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს, დაეხმაროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს სამეწარმეო უნარებისა და მათი სამეწარმეო იდეების განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში, გადამზადდა 30 ქალი, როგორც ზუგდიდში ასევე ოკუპირებული გალის რაიონში. მათ უკვე გახსნეს, ორი სტუდია, სადაც რეგულარულად ამზადებენ სუვენირებსა და აქსესუარებს. მათი განცხადებით ეს ხელსაქმე, უკვე შემოსავლის წყაროდ აქციეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები