დაჩი ბერაია: მხარს ვერ დავუჭერდი ისეთ კანონპროექტს, რომელიც “ნაცმოძრაობას” სჭირდება (ვიდეო)

“ქართული ოცნების” წევრის, დაჩი ბერაიას თქმით, ის მხარს ვერ დაუჭერდა ისეთ კანონპროექტს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდებოდა.

მისივე განმარტებით, არაერთმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველ საზოგადოებას ისინი აღარ სჭირდება, ამიტომ “ნაცების” სასარგებლოდ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

​”მე არ დავუპირისპირდი ბიძინა ივანიშვილს, პატივს ვცემ მას. უბრალოდ მე მქონდა ჩემი არგუმენტი ამაზე. ეს იყო პასუხი იმ ქმედებებზე, რაც ამ უპასუხისმგებლო პარტიებმა ამ ბოლო დროს ქნეს, ეს იყო საპატრიარქოზე შეტევაზე, ეს იყო პასუხის უმსგავსო საქციელზე, რომელიც პარლამენტში ჩაიდინეს… თქვენ თუ დაუკვირდით რეაქციას, “ნაციონალური მოძრაობის” ორივე განშტოება პარლამენტს მიღმა იყო გაწბილებული. ეს იყო კანონპროექტი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. ბევრმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებას “ნაცმოძრაობა” აღარ სჭირდება, ამიტომ ისეთ კანონპროექტს რომელიც მათ სჭირდებოდათ მე მხარს ვერ დავუჭერდი”, — განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ის რჩება უმრავლესობაში და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ​

​​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
​ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები