კახა კოჟორიძე: დღეს ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ “ქართული ოცნება” სანდო არ არის

საზოგადოება მოძრაობა “ლელოს” წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი სისხლით მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” წაართვა. მისივე თქმით, სპექტაკლის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დადგა არავის არ სჯერა.

“ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიაღწია მნიშვნელოვან ცვლილებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს პირველ რიგში იყო იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც აქ იდგნენ 2-21 ივნისს და საკუთარი სისხლით, მათ შორის თვალის სინათლის დაკარგვით და დასახიჩრების ხარჯზე, ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვა ეს და ეს სისხლით მოპოვებული დღეს ქართულ საზოგადოებას წაართვეს ტრიუკებით.

არავის არ სჯერა იმ სპექტაკლის, რაც “ქართულმა ოცნებამ” დადგა, არავის არ სჯერა ამ უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლის. ახლა ამის გააზრების დროა. დღევანდელ ამბავში კარგი ის არის, რომ თუ კიდევ იყო ადამიანთა მცირე რაოდენობა, რომელიც რაღაც შანსს ტოვებდა, რომ “ქართული ოცნება” შეიძლება იყოს სანდო ძალა ქვეყნის მართვისთვის, დღეს ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ “ოცნება” არ არის სანდო, “ქართული ოცნება” არის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს ქვეყანაში და ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს,“ – განმარტა კოჟორიძემ.

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები