ვაჟა სირაძე: აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, ნუ გადაკეტავენ პარლამენტის შესასვლელს და ნუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. მისივე ინფორმაციით ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
„ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის. საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ ყველას, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. შეუძლიათ, გამოხატონ თავიანთი უფლებები, სიტყვის თავისუფლებას ჩვენ არავის ვუშლით. ჩაატარონ აქცია მშვიდ ვითარებაში, უბრალოდ ნუ გადაკეტავენ პარლამენტის შესასვლელს და ნუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას“,- განაცხადა სირაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ მისცემენ დეპუტატების საშუალებას, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ.​
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები