ხულოს მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა დაიწყო

ხულოს მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა დაიწყო. ვახტანგ ბერიძემ ხიხაძირის მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მერმა, მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე წელს, ხიხაძირის თემში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, სოციალური და კულტურული პროგრამების შესახებ, რომლებითაც ხიხაძირის თემის მოსახლეობამ ისარგებლა მიმდინარე წლის განმავლობაში.

“ჩემო ხიხაძირლებო, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა ეს წელი თითეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ, ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ბევრი საინტერესო პროექტი თქვენს თემში. ყველა წარმატება რაც ჩვენ ერთად გვქონადა არის თქვენი დამსახურება. თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც რომლებსაც ჩვენი ერთად დგომით დავძლევთ და მოვაგვარებთ“ – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენისას.

ხულოს მერის ინიციატივით ანგარიშის წარდგენა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები