ლელა აქიაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საბჭო და ადამიანის უფლებათა სამდივნო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი გახდეს

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა და ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, ფუნქციურად გავაძლიეროთ პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭო და მეორე მხრივ – მეთოდოლოგიურად გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა სამდივნო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტზე.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო, ადამიანის უფლებათა სამდივნო გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტია და ასევე იყოს საყრდენი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, იყოს ჩვენი მთავარი მექანიზმი, პლატფორმა, რითიც დავამყარებთ თანამშრომლობას ქვეყანაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები