ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის მხარდაჭერით მოსახლეობის ფორუმი გაიმართა

0

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით მოსახლეობის ფორუმი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის მერმა
და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმის ჩატარების მიზანია მოქალაქეთა პრობლემების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი , შეხვედრაზე ასევე მოხდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური საჭიროებების წარდგენა. რომელშიც გამოიკვეთა მოსახლეობის საჭიროებები მთლიანად ბაღდათის მუნიციპალიტეტის დონეზე: სოციალური პროექტები- ზრუნვის/შინ მოვლისა და რეაბილიტაციის პროგრამები; დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშემწყობი პროგრამები (მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის დასაქმების შესაძლებლობა); ძალადობის მსხვერპლი ოჯახების და ბინადრობის მქონე პირთათვის მოქნილი მხარდაჭერის ფონდი; ახალგაზრდული პროექტები – ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სარეკრეაციო ზონები; ახალგაზრდებისათვის სტაჟირებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობები; ინფრასტრუქტურული პროექტები – სათემო ცენტრები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დღის ცენტრები, შენობებისა და სივრცის ადაპტირებების საკითხი. ასევე შემუშავდა ორი სოციალური პროგრამა: აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირების/აბილიტაციის პროგრამა და შინმოვლის პროგრამა. ფორუმის ბოლოს მოხდა მუნიციპალიტეტისთვის რეკომენდაციების და პრობლემების დოკუმენტის შემუშავება.

აღნიშნული ფორუმი გაიმართა პროექტ “ინკლუზიური დიალოგი ეფექტური სოციალური პოლიტიკისათვის’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი