ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარია დარწმუნებულია, რომ ლელა აქიაშვილი თავისი გამოცდილებით გუნდის ღირსეული წევრი იქნება.

“დღეს ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას, ასევე, გააქტიურდება, ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ. ადამიანის უფლებათა სამდივნოც ასევე გააქტიურდება. ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ​ ​ქალბატონი ლელა იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული წევრი ჩვენი გუნდის“, – განმარტა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები