ოთარ დანელია: გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება მიგვიღია

გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება მიგვიღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“აზრთა სხვადასხვაობა გუნდში ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება მიგვიღია. განსხვავებული აზრის გამო, გარიცხვა ზოგადად მიმაჩნია, რომ არასწორია, თუმცა მნიშვნელოვანია დავაგროვოთ იმდენი ხმა რამდენიც საჭიროა კანონპროექტის დასამტკიცებლად, – აღნიშნა დანელიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები