დაჩი ბერაია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო

უმრავლესობის დეპუტატის, დაჩი ბერაიას თქმით, პროპორციულს სისტემაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა მისი პოზიციის შეცვლა ვერ შეძლო. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მან და პარტიის თავმჯდომარემ არგუმენტები გაცვალეს.

“პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. არ მიმიღია არანაირი გაფრთხილება, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი პოზიცია. ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები