მარტყოფში ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მარტყოფში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა, ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები ღვთაების მონასტრამდე გადაადგილებას კომფორტული გზით შეძლებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.

საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ადგილზე ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები