ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე სანიტარულ ჭრებს აგრძელებს, რომლის დანიშნულებაც დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა.

ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელი დაავადებების გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.

სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი – მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.
სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსდა, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები