რუსთავის საბავშვო ბაღებში CO-ს დეტექტორების დამონტაჟება დაიწყო

რუსთავის საბავშვო ბაღებში ბუნებრივად აალებადი აირების და ნახშირორჟანგის დეტექტორების დამონტაჟება დღეიდან დაიწყო.
სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც გაზზე მომუშავე დანადგარებიდან, CO-ს გაჟონვის შემთხვევაში, სიგნალს იძლევა, რუსთავის ყველა იმ საბავშვო ბაღში დააყენებენ, სადაც ცენტრალური გათბობის სისტემა არაა დამოტაჟებული. დეტექტორები, უსაფრთხოების ნორმების დაცვის და პრევენციის მიზნით, ა (ა)იპ რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანებამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით შეიძინა.
დეტექტორების დაყენება რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, ,,სოკარ ჯორჯია კახეთის“ რუსთავის სერვისცენტრის სპეციალისტებთან ერთად, დღეს პირველი საჯარო ბაღიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები