აბაშაში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ზაზა ჭანტურია აცხადებს, მოსახლეობისთვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ამბულატორიები გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.

მისივე ინფორმაციით, ამბულატორიების ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

“მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია ამბულატორიები, რადგან ისინი ადგილზე მიიღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურეობას“, – განაცხადა ზაზა ჭანტურიამ.

ამბულატორიების მშენებლობის პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 000 000 ლარით ფინანსდება. ნორიოს, ნაესაკოვოს,მარნისა და ქოლობანის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. “ოსო“, ასრულებს. სუჯუნის,კეთილარის,ონტოფოსა და გეზათის ადმინსიტრაციულ ერთეულებში შ.პ.ს. “ჯი-ემი“, სამიქაოსა და ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შ.პ.ს “ნიჯო 2001“.

სამუშაოებზე სულ 50-მდე ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული. სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, აბაშის მოსახლეობის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრობლემად, სწორედ ახალი ამბულატორიების მშენებლობა დასახელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები