დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა – “შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც”

“თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ის არ გამორიცხავს, რომ “ქართულ ოცნებას” დატოვებს, თუმცა მისივე თქმით, ის უარს იტყვის მანდატზეც.

ამასთან, ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

“ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციაზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა. თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები