ეკა ბესელია: მმართველი პარტიის დამოკიდებულება ცეცხლთან თამაშს ჰგავს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება ცეცხლთან თამაშს ჰგავს.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური კრიზისია.

“მმართველი პარტიის მხრიდან ცეცხლთან თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი. ძალიან სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება. ან უნდა აღიაროს მმართველმა პარტიამ, რომ საკუთარ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება 30-ზე მეტი დეპუტატი, რაც უკვე ნიშნავს პარტიულ კრიზისს ან საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიან. ორივე შემთხვევაში არის ცეცხლთან თამაში”, – განაცხადა ბესელიამ.

საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები