ტყიბულის N 2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყიბულის N2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტ პროექტი გარდამავალი ხასითისაა და ბაღების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას ითვალისწინებს.

მერიის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით N2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის ღირებულება 480 128 ლარს შეადგენს, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ 200 000 ლარის სამუშაოები განხორციელდება.

რაც შეეხება გელათის საბავშვო ბაღს, მისი რეაბილიტაციისთვის საჭიროა 298 420 ლარი. წელს აქაც სამუშაოების ნაწილი შესრულდება, რომლისთვისაც 150 000 ლარი დაიხარჯება. ბაღების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2020 წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები