სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა

გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს “სამშენებლო ტრესტი N3” – მა სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 7 თვეში უნდა დაასრულოს.

“1 018 493 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობა ორ სართულიანი იქნება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლამდელი დაწესებულების ფართი, რომელიც 90 აღსაზრდელზეა გათვლილი, 488 კვადრატული მეტრი იქნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სადგურის დასახლებაში მცხოვრებ პატარებს აღარ მოუწევთ ქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული სააღმზრდელო დაწესებულებებით სარგებლობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები