ქუთაისის ცენტრალურ არქივში გამოფენა “ქუთაისი – დემოკრატიული საქართველოს წიაღში” გაიხსნა

ქუთაისის ცენტრალურ არქივში გამოფენა “ქუთაისი – დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’გაიხსნა.

ღონისძიება ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის, ქუთაისის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მხარდაჭერით შედგა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საუკუნის წინანდელ ქუთაისთან დაკავშირებული ვიზუალური თუ შინაარსობრივი მასალა, მათ შორის თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურ არქივში, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა პირად არქივსა და ძველ ქართულ პრესაში დაცული მასალებიც.

ფოტომასალა სხვადასხვა თემატიკას მოიცავს. ბანერებზე წარმოდგენილია ქუთაისში, პოეზიის დღის აღსანიშნავად ქართველი მწერლების შეკრება. ჯგუფურ ფოტოზე იმ პერიოდის ქართველ მწერალთა უმრავლესობაა თავმოყრილი – დავით კლდიაშვილი, შალვა დადიანი, ნიკო ლორთქიფანიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები. ასევე, წარმოდგენილია ძველი ქუთაისის შენობა-ნაგებობები, ქუჩებისა და ხედების, საცხოვრებელი სახლების ფოტოები და პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები