სოფელ ართანასთან, ალპურ ზონაში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ალპურ ზონაში ხანძარია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ხანძრის კერები სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით არის.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, დაუდევრობაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები