ლევან გოგიჩაიშვილი: ვიმედოვნებ, ისე არ ჩამოქვეითებულან, რომ ამას მხარი არ დაუჭირონ

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრის ხვალამდე გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ის, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ხდება, არასერიოზულია.

“რაც ხდება ეს არის არასერიოზული. ვიმედოვნებ, რომ ისე არ ჩამოქვეითებულან რომ ამას მხარი არ დაუჭირონ. ეს ქვეყანას და ხალხს სჭირდება”, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, ხვალისთვის გადაიდო.

ინიციატივით კანონმდებლებს ​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიმართა.
“ხვალ 12 საათზე ვიწყებთ პლენარულ სხდომას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები