გახდი ნოველი! – კომპანია ნოვა, სამუშაოს მაძიებელთათვის უპრეცენდენტო კამპანიას იწყებს

კომპანია ნოვა, სამუშაოს მაძიებელთათვის უპრეცენდენტო კამპანიას იწყებს!
14 ნოემბერს – ნოვას თბილისის და ბათუმის სათაო ოფისებში – დასაქმების დღეა!
ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს ნოვას, გაიაროს გასაუბრება და გახდეს კომპანიის გაყიდვების გუნდის წევრი.
რაც მთავარია, ნოვა არ ითხოვს არც კვალიფიკაციას და არც გამოცდილებას.
თანამშრომლების გადამზადებაზე ნოვა პირველივე დღიდან იზრუნებს.
ანაზღაურებადი ერთ თვიანი საგამოცდო პერიოდის შემდეგ ნოვას გუნდის ახალი წევრები გადანაწილდებიან სხვადასხვა პოზიციებზე.
ნოვას თბილისის და ბათუმის ახალ სამშენებლო ჰიპერმარკეტში ვაკანტურია გაყიდვების კონსულტანტის 60 პოზიცია.
ასე, რომ, თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული და შეგიძლიათ გუნდური მუშაობა
არ გაუშვათ შანსი გახდეთ ნოვას გუნდის წევრი!​
​ნოვას ისტორია 2006 წელს იწყება. პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა. დღეისათვის ნოვა 200-ზე მეტი ქართული სამშენებლო მასალის მწარმოებელი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენელია საქართველოში. სასახურავე მასალების და აქსესუარების, თაბაშირ-მუყაოს პროფილების და აქსესუარების, მეტალოპლასტმასის არმირების პროფილების და ავზების საწამოები, ნოვას თბილისის და ბათუმის ფილიალებშია განთავსებული. მალე ნოვა მომხმარებლებს სამშენებლო ჰიპერმარკეტებშიც უმასპინძლებს. კომპანიაში 330 ადამიანია დასაქმებული.
“გახდი ნოველი”-ს კამპანიის ფარგლებში ნოვა გუნდის პერსპექტიული თანამშრომლებით შევსებას გეგმავს.
გვესტუმრეთ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ქ.თბილისი, რ. აგლაძის N45;
ქ.ბათუმი, პ. ბაგრატიონის N105ბ;
ან გამოაგზავნეთ რეზიუმე hr@nova.ge -ზე
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით (+032) 200 33 33
#გახდინოველი #პირველისამუშაო #ნოვაშენიშანსია

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები