რომან გოცირიძე: იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საღი აზრი ვიწრო პარტიულ თუ პირად ინტერესებზე, გაიმარჯვებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყნის მშვიდი და დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია.

როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა იმედი აქვს, რომ საღი აზრი და გონიერება გაიმარჯვებს.

“ვინ არის მომხრე ქვეყნის მშვიდი და დემოკრატიული განვითარების და, ვინ არის მომხრე იმისა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ფეოდალური პრივილეგიები. მთელი ფრაქცია, მისი სრული შემადგენლობით ამ წინადადებას მხარს ვუჭერთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საღი აზრი და გონიერება გაიმარჯვებს ვიწრო პარტიულ თუ პირად ინტერესებზე”, – აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები