რამდენით გაძვირდა ტაქსის მომსახურება დედაქალაქში – ოფიციალური სტატისტიკა

საქსტატის ფასების წლიური ინდექსის ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, ტაქსით მომსახურება თბილისში 5,76 %-ით გაძვირდა.

გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, თბილისში ტაქსით მომსახურება 12,9 %-ით არის გაძვირებული.

ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს ტაქსით მგზავრობის საშუალო ფასი 10 ლარს შეადგენდა. 2018 წლისათვის ტაქსით მომსახურების საფასური 12 ლარამდე გაიზარდა,ხოლო 2019 წლისათვის ტაქსით მგზავრობის საფასური 12.5 ლარი გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორნახევარჯერ გადააჭარბა და 6,9 % შეადგინა.
ეკონომისტების განმართებით, ტაქსით მომსახურების გაძვირება, ნაწილობრივ ტაქსებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს, ლარის გაუფასურებას და ქვეყანაში ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები