საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ბერშუეთში ​თეატრალური უნივერსიტეტის გუნდი კონცერტს გამართავს

0

საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ბერშუეთში  თეატრალური უნივერსიტეტის “სალოტბარო მიმართულების” გუნდი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, კონცერტს გამართავს.

ღონისძიება სოფლის ცენტრალურ მოედანზე 14 ნოემბერს,  17:00საათზე დაიწყება.

“ღონისძიება მიზნად ისახავს ოკუპაციის ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების გამხნევებას, თანადგომას, მათთვის გამოცდილების გაზიარებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას. შიდა ქართლისა და ბერშუეთის სოფლის მცხოვრებლებს თეატრალური უნივერსიტეტის “სალოტბარო მიმართულება” სთავაზობს უფასო მოსამზადებელ კურსებს ამავე უნივერსიტეტში, სამუსიკო მიმართულებაზე ჩასაბარებლად”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი