გორში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის დიცის, ქორდის, არბოსა და მერეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

“5 608 მ სიგრძის გზის რეაბილიტაციისთვის 2 634 997 ლარი იხარჯება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს, ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, სანიაღვრეების, მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოებს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ აწარმოებს. გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა, როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები