დავით ჭიჭინაძე – “ქართული ოცნება” ტრადიციას დაარღვევს და მოსახლეობას არ “გადააგდებს”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი არ ჩავარდება. მისი თქმით, “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს.

“დღეს გაირკვევა გადააგდებს თუ არა, “ქართული ოცნება“ საკუთარ მოსახლეობას. მე ვფიქრობ, რომ ტრადიციას დაარღვევს დღეს და არ გადააგდებს, ამიტომ ამ დაპირებას სხვა დაპირებებისგან განსხვავებით შეასრულებს,” – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პარლამენტმა კენჭი პირველი მოსმენით უნდა უყაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები