თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება აჭარაში.

EBRD-თან ერთად დაისახა პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით.

ამ ეტაპზე მყარი ნარჩენების პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას შეუწყობს ხელს.

2018 წლის ივლისში, ბათუმი შეუერთდა EBRD-ის “მწვანე ქალაქების ჩარჩო” პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება.

შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა ესწრებოდნენ.

კატარინა ბიორლინ ჰანსენის ვიზიტის ფარგლებში 12 ნოემბერს გაიმართა პროექტის ”ბათუმის მწვანე ქალაქის კონცეფცია” პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები