რეგიონებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო. დღეიდან ქალაქში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის 2 ექსპრესფილიალი ამოქმედდა.
“გაიხსნა ერთიანი მომსახურების ცენტრის მობილური ექსპრესფილიალები, რაც პირველ რიგში ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას, ფილიალებში 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს”, – განაცხადა კახა საბანაძემ.
ექსპრესფილიალები იმ ქალაქების და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. “მე -12 ” ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად ამ დრომდე სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევდათ. მოქალაქეები “ერთი სარკმლის პრინციპით” ისეთ მომსახურებებს მიიღებენ, როგორიცაა მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა და სხვ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.
პირველი მომხმარებელს ექსპრესფილიალი ,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს მოემსახურა.არჩილ ხანდამაშვილის თქმით,მომსახურება ოპერატიულად განხორცილდა.-” როგორც ვიდეო კამერით დაჯარიმებულმა მოქალაქემ გადავიხადე ჯარიმა და ეს იყო ძალიან ოპერატიული და კომფორტული მომსახურება”- აღნიშნა ხანდამაშვილმა.

ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და სოციალური კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი სხვადასხვა კომპლექსურ ღონისძიებას მოიცავს, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ასევე, საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები