“თი ბი სი IT აკადემია” სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, “თი ბი სი IT აკადემია” სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. “თი ბი სის” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, “IT აკადემიაში” სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა.
4 თვის განმავლობაში, ჟიურის მიერ შერჩეულ 36 სტუდენტს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე. კურსის გავლის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა გააგრძელონ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.
​აკადემიის 25 წარმატებული კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა თიბისი ჯგუფში.
საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისის ინიციატივით 2019 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა და ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
“თი ბი სი IT აკადემიის” შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე მომდევნო კურსზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები