100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პარაკლისს პატრიარქი ჩაატარებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს, დიდ დღესასწაულს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამასთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. ამის შესახებ თავად პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.

​ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვა შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი” წარმოდგენით “ასი ათასი წამებულის დღე”.

​შეგახსენებთ, რომ საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ, სწორედ ამ დღეს, ასი ათასი ქართველი წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან მრევლი მეტეხის ხიდზე იკრიბება და ერთობლივი ლოცვით მიაგებს მათ პატივს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები