რომან კაკულია: დაპირება უნდა შესრულდეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ მმართველი ძალის მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რაც იყო დაპირება, ის უნდა შესრულდეს.

მისი ვარაუდით, ამ პროცესისადმი ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან საკმაოდ არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ბევრი ადამიანი გააღიზიანა.

“მე არ ველოდები, რომ იქნება ცვლილება. იმიტომ რომ მგონია, რომ დაპირება რაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა, ასევე ბევრი პოლიტიკოსის საკმაოდ არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ. იმიტომ რომ ზოგადად ეს პროცესი ხელს უწყობს არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ სამწუხაროდ, პოპულიზმის განვითარებასაც და მგონი ამან გადაასწრო დემოკრატიის განვითარებას. იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი იყვნენ თანამონაწილენი ამ პროცესის და ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაგაკეთებინეთ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მათში, ვისაც უნდოდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო. ეს პრინციპში იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ,” – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები