14 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი” ავრცელებს.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე განხორციელდება.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, ორ სხვადასხვა ადგილზე საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა იქნება უზრუნველყოფილი.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები