შუახევში ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომელბმაც მეხანძრე-მაშველების დახმარებით საცხოვრებლიდან გამოღწევა მოახერხეს. ვითარებას შეისწავლიან სოფელში მერიის წარმომადგენლები.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები