ირაკლი კობახიძე: 9 წლიანი რეჟიმის გახსენება საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, მახინჯი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც “ნაციონალური ოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, „ქართული ოცნების” ხელში არ განმეორდება.

„მე ვარ პროპორციული სისტემის მომხრე და არაერთხელ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ამას აქვს ასევე ერთი ძალიან საინტერესო მიზეზი: ეს არის, კიდევ ერთხელ, 9 წლიანი რეჟიმი. რომ არა ის სისტემა, რომელიც მაშინ იყო ჩამოყალიბებული, მახინჯი კონსტიტუციური სისტემა, თავისი საარჩევნო სისტემით, ეს მახინჯი სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა. შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების” ხელში ის არ განმეორდება, რაც იყო ნაცმოძრაობის ხელში და არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება, მაგრამ კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც 9 წლის მანძილზე იყო ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ ვარ პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, ვრჩები ამ სისტემის მომხრედ, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც არის დაკავშირებული პროპორციულ სისტემასთან.

არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც არ აქვს პლიუსები და მინუსები და ასეთია, ბუნებრივია, პროპორციული საარჩევნო სისტემაც, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ 9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ საბოლოო ჯამში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი და მინდა, რომ ეს დამოკიდებულება თქვენც გაგიზიაროთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები