მამუკა მდინარაძე: ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა

,,ცხადია მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ. ეს არ არის ახალი. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი”, – განაცხადა ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

“ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და არა მხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მით უმეტეს იმ კოლეგების, რომელთაც ყოველთვის გააჩნდათ საპირისპირო აზრი. დღეს მათ მოიტანეს მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ის ასე ჟღერს – რატომ მივდივართ კომპრომისზე იმ ძალასთან, რომელიც პატრიარქის მორალურ მკვლელობას გეგმავს? ეს გასაგებია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ”, – აღნიშნა მამუკა მდინრაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ იხსენებს ოპოზიცია საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესს, რადგან სწორედ ამ განხილვებზე მოსახლეობა ითხვდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები