მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება არის მიღებული – ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე 

„რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დაიხატა სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პროპორციულ სისტემას მხოლოდ ნაკლოვანებები ახლავს და თითქოს ეს არის ქვეყნის დაღუპვა, რაც აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია”, – განაცხადა ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ სახალხოდ ადასტურებს პატივისცემას დიმიტრი ხუნდაძის მიმართ.

“დავადასტურე პატივისცემა სახალხოდ, ბატონო დიმიტრი (ხუნდაძე) თქვენს მიმართაც, მათ შორის, თქვენ ჩემი უფროსი მეგობარი ბრძანდებით. ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ ამ თემებზე. სამწუხაროა, რომ ამ თემებზე საჯაროდ გვიწევს პოლემიკაში შესვლა ერთმანეთთან, მაგრამ რადგან ასე მოხდა, კი ბატონო. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ადამიანთან, თქვენს გარდა, გვქონდა, ასევე, საქმიანი საუბარი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, მე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ თემის ასე საჯაროდ გამოტანა.

გადაწყვეტილება იყო და არის მიღებული. ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენ, ბატონო დიმიტრი (ხუნდაძე), ციტატა მოიტანეთ ირაკლი კობახიძის წიგნიდან, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ ბატონო ირაკლი, თქვენს წიგნში არ არის მხოლოდ პროპორციული სისტემის ნაკლოვანებებზე საუბარი. იქ არის პლიუსებზეც საუბარი. და ჩემი თხოვნაც თქვენს მიმართ ამაში მდგომარეობს, რომ თქვენი პასუხების დროს დეტალურად განმარტოთ პროპორციული სისტემის პლიუსებზე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და არ მგონია, რომ ქვეყნის დაღუპვა იმაში მდგომარეობდეს, ან მაინცდამაინც უნდა ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის” თუ რომელიმე ფრთის პათეტიკას და დემაგოგიას და ამის მიხედვით ვცვალოთ გადაწყვეტილებები. თორემ, სხვა შემთხვევაში, დაგეთანხმებოდით ამაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები