პარლამენტთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია „არ გაბედო“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით “არ გაბედო!”. აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა Facebook-ზე დაწერა, პარლამენტში დღევანდელი განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!”

“ოცნების დეპუტატებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადეს, რომ აზრი შეიცვალეს და უმრავლესობის ათეულობით სხვა მაჟორიტართან ერთად დანაპირების შესრულებას წინ აღუდგებიან! 2020 წლის პროპორციულ არჩევნებში მოსალოდნელ დამარცხებას მმართველმა პარტიამ ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუება არჩია! ქართულ ოცნებას სურს დაგვაჯეროს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ნების მიღმა მოქმედება ძალუძს! ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გაექცეს აღებულ პასუხისმგებლობას და საამისოდ „მონების აჯანყების“ სცენარს გვთავაზობს! არ დაიზაროთ, გამოდით დღეს ყველანი პარლამენტთან! ვაჩვენოთ, რომ არ გაუვათ! ვაჩვენოთ რომ არ გაბედონ!”, – დაწერა შოთა დიღმელაშვილმა სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა.

პარლამენტში შემდეგ ცოტა ხნით შესვენება გამოხაცხადდა, თუმცა სხდომა უკვე განახლდა. ახლა დეპუტატები მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. თუმცა სხდომის განახლდებამდე უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმებიან და სადეპუტატო მანდატის დატოვებითაც დაიმუქრნენ.

ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ის მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, “მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი”, – განაცხადა შიოლაშვილმა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარ კითვხებზე პასუხებს ვერ მიიღებს და ვინმე შეეცდება მასზე ზეწოლის განხორციელებას, არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, ტუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები