გიორგი კახიანი:  როდესაც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება 

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომ უკვე მომდევნო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს იქნებოდა საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური რეალობა, თუ დღეს არსებული ვითარება. ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება”,-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

გიორგი კახიანის თქმით, როდესაც სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელმა სარჩევნო სისტემამ იმუშაოს სახელმწიფოში, განპირობებულია არაერთი ფაქტორით, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა, ისტორიული გამოცდილება თუ საარჩევნო ტრადიციები.

„არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაჟორიტარულის შემთხვევაში ის, რასაც ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაშიც ჰქონდა ადგილი, რომ შეიძლება მანდატების რაოდენობა იყოს არაპროპორცული ხმების რაოდენობასთან. პროპორციულ საარჩევნო სისტემას სხვა უარყოფითი მხარეები აქვს, რაც შეიძლება იყოს მაგალითად სამთავრობო კრიზისები და ა.შ. , მაგრამ როდესაც სახელმწიფოები იღბენ გადაწყვეტილებას თუ რომელმა სისტემამ იმუშაოს სახელმწიფოში, ეს რა თქმა უნდა, განპირობებულია არაერთი ფაქტორით, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა, ისტორიული გამოცდილება თუ საარჩევნო ტრადიციები. რა მექანიზმები გვაქვს ჩვენ, ზოგადად, კანონმდებლობაში ჩადებული იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკურ რისკები რაც შეიძლება არსებობდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით”,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები