აბაშის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში “შანი“, მოსახლეობას  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

სამედიცინო მომსახურება ადგილობრივებს, “ვივო მედიქალ ჯგუფის“ წამყვანი კლინიკების ექიმებმა შემდეგი მიმართულებით გაუწიეს, ნეიროქირუგია, კარდიოქირურგია, ანგიოლოგია, კარდიოლოგია ზოგადი და ბარიატრიული ქირურგია (ჭარბი წონის ქირურგია).

მოქალაქეებს ადგილზე ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლძარღვების ინსტრუმენტული გამოკვლევები, ელექტროკარდიოგრაფია, დოპლეროგრაფია, გულის ექოსკოპური გამოკვლევა, მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

ორდღიანი უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას ინიციატივითა და შ.პ.ს. “შანის“ დირექტორის, ნანა შენგელიას მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები