ადიგენში ორ სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება

2020 წელს ადიგენი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2 128 335 ლარს მიიღებს.

როგორც ადიგენის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, 2 128 335 ლარით ორ სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება.

ბენარის გზის რეაბილიტაციისთვის 1 289 870 ლარია განსაზღვრული, აქედან 217 312 ლარს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია დაამატებს. რაც შეეხება ხევაშენი–ნაქურდევის გზის მოასფალტებას, ამისთვის 1 269 690 ლარია გათვალისწინებული, აქედან 213 913 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები